ერაყს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ერაყს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1061168
ერაყს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ერაყში, „ქურტისტანის პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ბარჰამ სალიჰი პარლამენტში ჩატარებული მეორე ტურის არჩევნების  შედეგად პრეზიდენტად იქნა არჩეული. სალიჰს 329 დეპუტატიდან 219-მა მისცა ხმა რა, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურის არჩევნებში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ფუათ ჰუსეინიმ კი 22 ხმა მიიღო. ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელშიც 7 კანდიდატი იბრძოდა, საჭირო 220 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის გამოც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.  ახალმა პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰიმ გამარჯვების შემდეგ პარლამენტში ფიცი უკვე დადო და შემდეგ სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ერაყის უსაფრთხოებასა და ერთიანობას შეინარჩუნებს. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი არა მხოლოდ გარკვეული საზოგადოების კი არა არამედ მთელი ერაყის მოსახლეობის პრეზიდენტი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები