გაეროს დახმარების მისიამ სექტემბრის ანგარიში გამოაქვეყნა
გასულ თვეში ერაყში 75 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაეროს დახმარების მისიის (UNAMI) მიერ გამოქვეყნებულ ერაყის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარტო გასულ თვეში, ე.ი. სექტემბერში ერაყში, "ტერორიზმის, ძალადობისა და შეიარაღებული კონფლიქტის" შედეგად 75 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 179 კი დაიჭრა.
ამავე ანგარიშით ყველაზე მეტი სამოქალაქო დანაკარგი ძირითადად ბაღდადში (37), ენბარსა (15) და სალაჰადინში (9) მოხდა.
აგვისტოში, ტერორიზმის, ძალადობების და სხვადასხვა შეტაკებების შედეგად 90 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 117 ადამიანი დაშავდა.
ერაყში, 2003 წელს აშშ-ს შეჭრის შემდეგ, ძალადობა საგრძნობლად გაიზარდა და ყოველ დღე ათობით ადამიანი იღუპებოდა, ხოლო 2014 წლიდან, როცა ერაყის უდიდეს ნაწილზე კონტროლი რადიკალურმა ტერ ორგანიზაციამ DEAŞ-მა დაამყარა, სამოქალაქოებში მსხვერპლმა პიკს მიაღწია.
მაგრამ, 2017 წლის აქეთ, ე.ი. დაეშის დამარცხების შემდეგ სამოქალაქოებში მსხვერპლი შემცირდა და იგი ძირითადად მიუვალ პერიფერიებში ხდება