აზერბაიჯანელები ოკუპირებულ რეგიონებს არ ივიწყებენ

ბაქოში მკაცრად დაგმეს სომხური ოკუპაცია

1059286
აზერბაიჯანელები ოკუპირებულ რეგიონებს არ ივიწყებენ
baku karabag mitingi2.jpg
baku karabag mitingi1.jpg

 

მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ მკაცრად გააპროტესტეს.

ბაქოს მეჰსულის სახელობის სტადიონზე გამართულ ანტისომხურ მიტინგში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა მთავარი სლოგანები იყო: "თავისუფლება ყარაბაღს" და "ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა".

მომიტინგეები აზერბაიჯანის გარდა, თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშებს და ალმებს აფრიალებდნენ.

მომხსენებლებმა სომხეთს, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო ამასთან ერთად ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესშია და კიდევ დასავლეთის სახელმწიფოები, სომხეთის აგრესიული და საოკუპაციო პოლიტიკისადმი გამოჩენილი ლოიალობის გამო გააკრიტიკეს.

სომხეთმა 1991 წლიდან 1993 წლამდე, ისარგებლა რა აზერბაიჯანში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებით, რუსული ჯარების დახმარებით მთიან ყარაბაღთან ერთად აზერბაიჯანის შვიდი რაიონი დაიპყრო და გაეროს მრავალი რეზოლუციების მიუხედავად ოკუპირებულ ამ რეგიონებს არ ათავისუფლებს



მსგავსი ინფორმაციები