მუსტაფა აქინჯი: „კვიპროსისთვის მიზნობრივი, დროული და სტრატეგიული პაკეტი უნდა იქნეს შემუშავებული“

მუსტაფა აქინჯი, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესს შეხვდა

1059075
მუსტაფა აქინჯი: „კვიპროსისთვის მიზნობრივი, დროული და სტრატეგიული პაკეტი უნდა იქნეს  შემუშავებული“
akinci-guterres1.jpg
akinci-guterres.jpg

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ განაცხადა, რომ კვიპროსისთვის მიზნობრივი, დროული და სტრატეგიული პაკეტი უნდა იქნეს   შემუშავებული. მუსტაფა აქინჯი,  ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტერესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქინჯიმ თურქ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ სამდივნოს მხრიდან კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით მივლინებულ სპეციალურ წარმომადგენელს ანგარიში ჯერ არ აქვს მომზადებული რა, აღნიშნული ანგარიში უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს და მხარეებს გადაეცეს, რის შემდეგაც ახალი დიალოგი დაიწყება. მისივე თქმით თურქული მხარე საკითხის მოგვარების მომხრეა მაგრამ მისი ეს მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ სრულდება. მუსტაფა აქინჯიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰიდროკარბონალის  ველის ცალმხრივად ათვისების საკითხს არ დათანხმდებიან რადგან, კუნძულზე მცხოვრებ თურქებსაც აქვთ იქ მოსაპოვებელი ბუნებრივი აირის სარგებლობის უფლება.



მსგავსი ინფორმაციები