ისრაელის ჯარები პალესტინელების მკვლელობას განაგრძობენ
ისრაელის ჯარები პალესტინელების მკვლელობას განაგრძობენ
პალესტინელების მიერ ღაზის საზღვართან გამართული „დიდი დაბრუნების მარში“-ს აქციის დროს, ისრაელის სამხედოების მიე გახსნილი ცეცხლის შედეგად წინასწარი მონაცემებით 7 პალესტინელი დაიღუპა, 90 კი დაშავდა. ღაზაში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ეშრეფ ელ-ქუდრას განცხადებით, ისრაელის სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 7 პალესტინელი დაიღუპა, 90 კი დაშავდა რა, დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით დაშავებულებს შორის 35 ბავშვი, 4 ქალი, 4 პირველადი დახმარების პერსონალი და 2 ჟურნალისტია. ელ-ქუდრამ ასევე დაძინა, რომ მომხდარის შედეგად 416 ადამიანიც ისრაელის სამხედროების მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის შედეგად დაშავდა. გუშინდელი ფაქტის შემდეგ მოძრაობა ჰამასის პრესსპიკერმა ფევზი ბერჰუმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ არაბული სამყაროსა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილი, ისრაელს დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. პალესტინელები მიმდინარე წლის 30 მარტიდან მოყოლებული ოკუპირებულ ღაზის საზღვართან „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების აქციებს მართავენ. ისრაელის სამხედროები კი უდანაშაულო ხალხის მიმართ ხშირად იყენებენ ნამდვილ ტყვიებს და პალესტინელებს კლავენ.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო