ბოლტონიც დაემუქრა თეირანს
“თუ ჩვენს მოქალაქეებს ან მოკავშირეებს დააზარალებთ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ“

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი სიტყვით გამოვიდა ნიუ ორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაზე ირანის მისამართით და მკაცრი მესიჯები გაავრცელა.
"ჩემი დღევანდელი გზავნილი ძალიან ნათელია, ჩვენ გაკვირდებით და თქვენს უკან ვდგევართ. თუ ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენს პარტნიორებს ან მოქალაქეებს დააზარალებთ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. სიკვდილის გამავრცელებელი ეს რეჟიმი და მისი მხარდამჭერები თუ არ შეცვლიან თავიანთ პოლიტიკას და საქციელს, მაშინ, შედეგებზეც თვით აგებენ პასუხს“, აღნიშნა ბოლტონმა.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, ქალაქ აჰვაზში მომხდარი ტერაქტის შეფასებისას, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა, თქვა, რომ იგი საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა დააფინანსეს რა, მათ მხარი დაუჭირა აშშ-მა
მსგავსი ინფორმაციები

ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა