შეიარაღებული თავდასხმა აჰვაზში

დაიღუპა 8 ჯარისკაცი

1054569
შეიარაღებული თავდასხმა აჰვაზში

 

ირანის სამხრეთ დასავლეთში მდებარე აჰვაზში მიმდინარე სამხედრო აღლუმზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მას მედიის ცნობით, სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პროტოკოლში მჯდომარეებს და მაყურებლებს.

პირველადი ინფორმაციებით ამ თავდასხმის შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა, 20 დაიჭრა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა აჰვაზში,  წმინდა თავდაცვის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო აღლუმის დროს მოხდა და დაღუპულებს და დაჭრილებს შორის ოფიცრებიც არიან.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად 10 წუთიანი შეტაკება წარმოიშვა და ძალოვანებმა შესძლეს ოთხივე თავდამსხმელის განეიტრალება



მსგავსი ინფორმაციები