ლიბანის ღია წყლებში მიგრანტთა ნავი გადაბრუნდა

დაიღუპა 1 ბავშვი

1054636
ლიბანის ღია წყლებში მიგრანტთა ნავი გადაბრუნდა

 

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აქქარის მახლობელ ღია წყლებში, არალეგალი სირიელი მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 28 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის დაშავებულებიც იყვნენ და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, 2017 წლის მონაცემებით, ლიბანში თავს აფარებდა 997 ათასი სირიელი ლტოლვილი, თუმცა, 2018 წელში ზოგიერთმა სირიელმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყო და ამიტომ ეს ციფრი დღეს შეიძლება სინამდვილეს არ ასახავდეს



მსგავსი ინფორმაციები