ერდოღანს იდლიბის საკითხი ძალზედ აღელვებს

დღეს ამ საკითხს პუტინთან დეტალურად განიხილავენ

1050623
ერდოღანს იდლიბის საკითხი ძალზედ აღელვებს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტებისთვის განცხადებები გაავრცელა და თქვა, რომ სირიის იდლიბის რეგიონში შექმნილი ამჟამინდელი პროცესის გაგრძელება, სერიოზული შედეგების მომტანი იქნება არა მხოლოდ სირიისათვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც და მთელი მსოფლიოსათვისაც, ამიტომაც, ყველაზე მეტ ყურადღებას სოჭის შეხვედრაზე პუტინთან, სწორედ ამ საკითხზე გაამახვილებენ.

“იდლიბში ოპოზიციურ ძალებთან ერთად მრავალრიცხოვანი რადიკალისტური ტერ ორგანიზაციებიც არსებობენ, მოდით ყველამ ერთნაირი ნაბიჯი გადავდგათ მათ წინააღმდეგ. მაგრამ, თუ ზოგიერთები ხელოვნურ მიზეზებს მოიგონებენ და გააგრძელებენ იდლიბის დაბომბვას, ჩვენ ამ საქმეში მათ გვერდით ვერ დავდგებით, რადგან, ამ საქმის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარეებს ჩვენ ვატარებთ ზურგით, ჩვენ ვინახავთ წლების განმავლობაში 3,5 მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს და ახლა მათ რიცხვს თუ იდლიბელებიც მიემატებიან, ჩვენ მართალია მზად ვართ მათი მიღებისთვისაც, მაგრამ, ეს მძიმედ დააწვება ქვეყნის ეკონომიკას. აი ამიტომაც ვცდილობთ ამ საქმის მოთმინებით და დიალოგით მოგვარებას“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს სოჭში შესდგება, იდლიბში რუსეთის მიერ წამოყენებულ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხსაც განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები