დეაში ერაყში აქა იქ კვლავ სუნთქავს

მათ ქირქუქში და დიალაში თავდასხმა მოაწყვეს

1050310
დეაში ერაყში აქა იქ კვლავ სუნთქავს

 

ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ ერაყის ქირქუქისა და დიალას პროვინციებში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ძალოვანი, 6 კი დაშავდა.

ადგილობრივი წყაროების განცხადებით, პირველი თავდასხმა DEAS-ის წევრებმა ქირქუქიდან 55 კილომეტრის დასავლეთით მდებარე ელ ჰავიჯას რაიონის სოფელ ალ-აბასში განახორციელეს და პოლიციის მოსვლამდე თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.

მეორე თავდასხმა კი ხელნაკეთი ბომბით, დიალას ჩრდილოეთში მდებარე ეზ-ზურის დასახლებაში მოხდა.

როგორც ცნობილია რადიკალური დეაში ერაყში დამარცხებულია, თუმცა აქა იქ დარჩენილები ზოგჯერ ასეთ მოულოდნელ თავდასხმებს აწყობენ



მსგავსი ინფორმაციები