ერდოღანი ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავზე სიტყვით გამოვიდა

„მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება აუცილებელი პირობაა, სომხეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის“

1050173
ერდოღანი ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავზე სიტყვით გამოვიდა
941623.jpg
Edoğan.jpg
ziyaret5.jpg
ziyaret6.jpg
ziyaret1(1).jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად დღეს აზერბაიჯანის დედაქალქ, ბაქოში ჩავიდა. ერდოღანს აზერბაიჯანში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, იგი ქვეყნის პრეზიდენტ,  ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. თურქეთის პრეზიდენტი ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზეც სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან განაცხადა: „მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება აუცილებელი პირობაა,  სომხეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. მხოლოდ 25 წლის წინ ხოჯალოში მომხდარი და  მთიან ყარაბაღში ადამიანების მასიურად მკვლელების გმირებად შემრაცხველებს, არ აქვთ უფლება ჩვენ ისტორიის გაკვეთილი ჩაგვიტარონ. მაშინ, როდესაც ჩვენი ძმების სამშობლო 20%-ი ოკუპირებულია და მილიონზე მეტ ადამიანს არ აძლევენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლებას,  ჩვენგან საზღვრის გახსნას ნუ დაელოდებიან, ეს, ასე უნდა იცოდეს ყველამ.“ ერდოღაბმა ბაქოში ყოფნისას, თურქი შეჰიდების და პრეზიდენტ ჰაიდარ ალიევის საფლავებიც მოინახულა და მემორიალურ წიგნში დაწერა: „ჩვენო გმირებო (შეჰიდებო) ზუსტად ერთი საუკუნის წინ თქვენს მიერ დაღვრილი წმინდა სისხლით გათავისუფლებული ბაქოს  გათავისუფლების  წლისთავი,  დიდი ზეიმით აღინიშნება. თქვენს მიერ,  ჩვენთვის დატოვებული ანდერძი ჩვენი ძმობის შესახებ,  უფრო წინ, რომ წავწიოთ ამისათვის,  თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ვმუშაობთ. ხელმეორედ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი აზერბაიჯანი ჩვენივე დახმარებით რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების მიზნით წინსვლას განაგრძობს. დღეს, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვიგონებთ თქვენს სულებს. თურქეთი და აზერბაიჯანი თქვენს კვალს,  „ერთი ერი და ორი ქვეყანა“ პრინციპს,  დღესაც აგრძელებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მოძმე აზერბაიჯანელებს ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავს.“  



მსგავსი ინფორმაციები