იდლიბს "ძლიერი ქარიშხალი" უახლოვდება

ამის შესახებ მისტურამ განაცხადა

1040819
იდლიბს "ძლიერი ქარიშხალი" უახლოვდება

 

გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, სტეფან დე მისტურამ განაცხადა, რომ სირიის ქალაქ იდლიბში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებისათვის საჭიროა უფრო მეტი დრო მისცენ სირიის გარანტორ ქვეყნებს, თურქეთს, რუსეთს და ირანს.

მან გაეროს ჟენევის ოფისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომ იდლიბს "ძლიერი ქარიშხალი" უახლოვდება, რომელიც გასცდება სირიის საზღვრებს და მის მეზობელ და საერთოდ, რეგიონის ქვეყნებსაც ძლიერ დაარტყამს.

მისტურას თქმითვე, ამჟამად იდლიბში 3 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს და მათგან 1.4 მილიონი უკვე ერთხელ იყო იძულებით გადაადგილებული და 2.1 მილიონი კი, ძირითადად ქალები და ბავშვები, ისედაც ჰუმანიტარული დახმარებით ცხოვრობენ.

ამიტომაც, მისივე აზრით, ამ ქალაქზე სამხედრო ოპერაცია ომის დანაშაულად ჩაითვლება.

მისტურამ მსოფლიო საზოგადოებრიობა ასადის რეჟიმის ან რადიკალისტური ელ ნუსრას მხრიდან შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენებაზეც გააფრთხილა რა, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა



მსგავსი ინფორმაციები