სირიელი ქრისტიანები YPG/PKK-ს წინააღმდეგ
სირიელი ქრისტიანები YPG/PKK-ს წინააღმდეგ
1039613
სირიის ჰასეკეს რეგიონში მცხოვრებმა ქრისტიანებმა სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მხრიდან მათი კუთვნილი სკოლების დახურვა გააპროტესტეს. YPG/PKK-ს მხრიდან ოკუპირებულ ქამიშლის რაიონში შეკრებილმა ქრისტიანებმა ტერ-ორგანიზაციის მხრიდან ცოტა ხნის წინ მათი კუთვნილი სკოლების დახურვა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაში ჩართული ქრისტიანები ტერორისტების მხრიდან დახურული სკოლების ხელმეორედ გახსნას მოითხოვენ. ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებში ტერ-ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებას ცდილობს, რის გამოც მშობლები, რომლებიც შვილების ტერორისტებისგან შორს დაჭერას ცდილობს, ბავშვებს კერძო სკოლებში აგზავნიან. ამის საპასუხოდ კი ტერ-ორგანიზაცია კერძო სკოლებზე დახურვის მიზნით მუქარას ახორციელებს.