აიათულლა ალი ჰამენეის წარმომადგენელი მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ყადი ასკერი: „ირან-საუდის არაბეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება დიალოგის გზით არის შესაძლებელი“

1038133
აიათულლა ალი ჰამენეის  წარმომადგენელი მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ირანის სულიერი ლიდერის, აიათულლა ალი ჰამენეის  ირანელი პილიგრიმების (ჰაჯების) წარმომადგენელმა, ყადი ასკერმა განაცხადა, რომ ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება დიალოგის გზით არის შესაძლებელი. მან ამის შესახებ მექაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ჰაჯობის პერიოდთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში ყოფნის პერიოდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და შედეგიანი შეხვედრები გამართა. ყადი ასკერმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ჰაჯობასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს და ანალოგიური მოლაპარაკებების  გამართვა პოლიტიკური საკითხების მოგვარების მიზნითაც არის შესაძლებელი. „ქვეყნების ერთიმეორის მიმართ მტრული განწყობა, არც საუდის არაბეთს, არც ირანს რეგიონალური თვალსაზრისით დასახულ მიზანს ვერ მიაღწევინებს. ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის ზეგავლენის ქვეშ მოქცევის გამო ჩვენ, როგორც მეზობელ, ასევე რეგიონალურ ქვეყნებთან ერთობლივი კავშირები უნდა დავამყაროთ. საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ირანელი პილიგრიმებისათვის გამარტივებული პროცედურები  პოლიტიკურ სფეროშიც უნდა გავრცელდეს და არსებული პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს“, განაცხადა ყადი ასკერმა.  



მსგავსი ინფორმაციები