ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა

1037460
ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა
merkel ermenistan.jpg

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა.

პრემიერ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრის შემდეგ მერკელმა აღნიშნა, რომ „1915 წელში სომხების მიერ განცდილი ტკივილი საჭიროა დავიწყებული არ იქნას“ მაგრამ სიტყვა „გენოციდი“ს გამოყენებისგან თავი შეიკავა.

მერკელმა ასევე ისაუბრა ფედერალურ პარლამენტში 1915 წლის მოვლენების 2016 წელში „გენოციდად“ აღიარების გადაწყვტილებაზე და მიანიშნა, რომ პარლამენტში ხსოვნის ცერემონიაზე გამოყენებული ენა „იურიდიული“ არ არის და მხოლოდ „პოლიტიკურია“.  

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტში მიღებულმა გადაწყვეტილებამ თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. მერკელს აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანიის კანცლერმა სომხეთში „გენოციდის მემორიალის“ ტერიტორიაზე ხე დარგო.

ანგელა მერკელმა ერევანში ვიზიტისას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთლიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გზებით მოგვარების მოწოდება გააკეთა. „გერმანია მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში“ - აღნიშნა კანცლერმა.

მერკელი სომხეთიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #კანცლერი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები