ირანში ექვსი კაცი ჩამოახრჩეს

მათ ყაჩაღობაში და ქურდობაში ედებოდათ ბრალი

1034759
ირანში ექვსი კაცი ჩამოახრჩეს

 

ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით დაკავებული 6 ირანელი ქალაქ მაშჰადში სიკვდილით დასაჯეს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციის თანახმად, რომელიც ეფუძნება ჰორასან-რაზევის პროვინციის სასამართლოსა და უსაფრთხოების ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებას, დღეს დილით მოხდა იმ ექვსი პირის განაჩენის აღსრულება, რომლებსაც ყაჩაღობისა და ქურდობის გამო სიკვდილის განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი.

ბრალდებულებს სიკვდილის განაჩენი ჯერ ოთხ ნომრიანმა ისლამური რევოლუციის სასამართლომ გამოუტანათა, შემდეგ ეს განაჩენი ძალაში დასტოვა ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ.

ექვსი კაცისაგან შემდგარი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად მაშჰადსა და თეირანს შორის მოქმედებდა და მათი ძირითადი სამიზნეები იუველირები იყვნენ



მსგავსი ინფორმაციები