აქტუალური თემის ანალიზი 33

სამიზნე ქვეყანა - ირანი

1034919
აქტუალური თემის ანალიზი 33

 

აშშ-ს მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის გამო აჰმადინეჯადის დროს დაწესებულმა ემბარგომ ირანის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. 2013 წელს პრეზიდენტად არჩეულმა და ზომიერ რეფორმატორად აღიარებულმა ჰასან რუჰანიმ ამ კონტექსტში ირანელ ხალხს დიდი იმედები გაუჩინა და მართლაც, 2015 წლის ივლისში ირანმა და დასავლეთმა, რომელშიც გაეროს 5 მუდმივ წევრთან, აშშ-თან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და ჩინეთთან ერთად გერმანია და ევროკავშირი შედიოდნენ, ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას, რის საფუძველზე ირანს სანქციები შეუმსუბუქეს. ეს გარიგება გაეროს ზედამხედველობის ქვეშ მოხდა და ირანელი ხალხისათვის და ირანის ეკონომიკისათვის იმედის დიდი წყარო გახდა.

სანქციებ შემსუბუქებულმა ირანმა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დაიწყო და ეს ამერიკაში დონალდ ტრამპის მოსვლამდე გაგრძელდა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტი გახდა თუ არა, ახლიდან დაიწყო კამათები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, ხოლო მიმდინარე წლის 8 მაისს აშშ-ი გამოვიდა ხსენებული გარიგებიდან, რამაც ახლიდან გაზარდა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:     

როგორც კი ტრამპმა გარიგებიდან გამოსვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, ირანის ეკონომიკამ უკუსვლა დაიწყო. ამის გამო სახელმწიფო იძულებული გახდა დოლარის კურსი სტაბილურ ფასზე, 42 ათას რიალზე დაეყენებინა, თუმცა ბაზრებზე უფრო მაღალი კურსები დაფიქსირდა. ასე რომ, დღეს რიალის ფასი იანვართან შედარებით 150 ჯერ უფრო დაბალია და იანვარში თუ 1 დოლარი 44 ათასი რიალი ღირდა, აგვისტოში  ეს ციფრი 110 ათასი რიალი გახდა.

მოკლედ, ამერიკამ ირანს არ დააცალა ეკონომიკური ამოსუნთქვის საშუალება და მის მიმართ დოლარი მძიმე იარაღად გამოიყენა. ამით ამერიკას ჯერ ერთი ირანის რეჟიმის შეცლა, ხოლო მეორეს მხრივ ირანის რეგიონში არსებული ზეგავლენის შემცირება სურს, რამეთუ ამით ისრაელთან ერთად შეწუხებულნი არიან სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, ამიტომაც ისინი ზოგჯერ ამერიკასთან ერთობლივად მოქმედებენ. საერთო ჯამში, ამერიკა, ირანზე დაწესებული სანქციებით მიზნად ისახავს იმ ფინანსური თუ მატერიალური რესურსების შეზღუდვას, რომლებსაც თეირანი გადასცემს რეგიონში მოქმედ თავის მარიონეტულ ელემენტებს.

შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასევე მიზნად ისახავს ირანის ვაჭრობის აკრძალვას დოლარებში, ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებში. გარდა ამისა, ამავე ემბარგოს ფარგლებში აიკრძალა ირანისათვის თვითმფრინავის და მისი სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც, რაც მიზნად ისახავს საავტომობილო მრეწველობის დაქცევას

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც აშშ-ს სანქციებით მუქარის გამო  ირანში ინვესტიცია შეაჩერეს, დაიმლერიც არის. ეს ფირმა ირანში ინვესტიციების გაფართოებას  და მის ფარგლებში სატვირთო ავტომანქანების წარმოებას გეგმავდა, მაგრამ, დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ დაიმლერმა ირანის გეგმების რევიზია მოახდინა. ირანთან კავშირები შეწყვიტა ასევე მერსედესმაც

 აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო განცხადებაში დაიმუქრა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ირანთან ივაჭრებდნენ, ვეღარ ივაჭრებდნენ ამერიკასთან.

სამაგიეროდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებების და მუქარის წინააღმდეგ გამოდის ევროკავშირი. უფრო მეტიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან ირანის მიმართ დაწესებული ახალი სანქციებით, ამიტომაც მხარს დაუჭერენ  ირანში მოქმედ ევროპულ კომპანიებს. ჰეიკო მაასის თქმითვე, ევროკავშირის ირანთან სავაჭრო ურთიერთობები არ არის მოგებაზე ორიენტირებული და ისინი ირანში მცხოვრებ ადამიანებზე ფიქრობენ, თუმცა, ექსპერტების აზრით, ევროკავშირი ირანთან ვაჭრობისგან ჯერ ერთი დიდი მოგების მიღებას გეგმავს, ხოლო მეორეს მხრივ ირანისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყიდვით სურს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, ამერიკას და ევროკავშირს შორის შეიძლება ახალი და მნიშვნელოვანი უთანხმოება წარმოიქმნას. 

ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა გაზარდა სანქციები და ემბარგოს გადაწყვეტილებები, აჩვენებს მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილებზე. ანკარის მხრიდან ჯაშუშობაში და ფეტოს და პკკ-ს ტერ ორგანიზაციებთან კავშირში ბრალდებული პასტორის, ბრანსონის დაპატიმრებით ტრამპმა ჯერ თურქეთს სანქციები დაუწესა, შემდეგ რუსეთს, ჩინეთის წინააღმდეგ კი საბაჟო გადასახადები გაზარდა. ასეთი აგრესიული პოლიტიკით ამერიკამ შეიძლება მოკლე ვადაში დადებით და პოზიტიურ შედეგებს მიაღწიოს, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს პოზიციებს საფრთხეს შეუქმნის და იგი შეიძლება იზოლაციაშიც კი აღმოჩნდეს, წერს თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები