საბერძნეთში მინისტრის მოადგილე გადადგა

იგი ათენის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის გამო გადადგა

1025674
საბერძნეთში მინისტრის მოადგილე გადადგა

 

საბერძნეთის  საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ტოსკასი, დედაქალაქ ათენის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, რომელსაც 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გადადგა.

საბერძნეთის პრემიერის ოფისიდან გავრცელებული განცხადებით, "პრემიერ მინისტრმა ჩიპრასმა მიიღო ტოსკას გადადგომა და მისი წინანდელი ნამსახურების გამო მადლობა გადაუხადა."

ნიკოს ტოსკასმა ჯერ კიდევ გასულ კვირას დაწერა გადადგომის შესახებ წერილი და იგი გუშინ განაახლა რა, ჩიპრასმაც მიიღო მისი გადადგომა.

ათენის აღმოსავლეთში, 23 ივლისს გაჩენილი ტყის ხანძრის დროს, რომელიც 1 კვირას გაგრძელდა, 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ამის პარალელურად ორი ათასამდე სახლი და ასობით ავტომანქანა დაიწვა



მსგავსი ინფორმაციები