სირიაში, გასულ თვეში 887 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

2011 წლიდან დღემდე სულ 13 ათას 692 სამოქალაქო პირი დაიღუპა

1025033
სირიაში, გასულ თვეში 887 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

 

გასულ თვეში სირიაში 887 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათი უმრავლესობა ძირითადად ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იქნა მოკლული.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ქსელმა (SNHR) სირიაში, ივლისის თვეში დაღუპულთა ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, ამ თვეში დაღუპული 887 მოქალაქიდან 684 ასადის რეჟიმის მხრიდან იქნა მოკლული.

ამავე ანგარიშით, 11 სამოქალაქო ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს მხრიდან, 6 სამოქალაქო რუსული გამანადგურებლების საჰაერო კამპანიის დროს, 85 კაცი რადიკალური  DEAŞ-ის და 10 კაცი კი საერთაშორისო კოალიციის ძალების მხრიდან იქნენ მოკლულნი.

ამავე ანგარიშით, 79 მშვიდობიანი მოქალაქე კი ჯერ კიდევ დაუდგენელი დაჯგუფებების მხრიდან იქნენ მოკლულნი.

“2011 წლის მარტიდან, ე.ი. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების აქეთ, 2018 წლის აგვისტომდე მთლიანობაში 13 ათას 692 სამოქალაქო პირი დაიღუპა“, აღნიშნულია ამ ანგარიშში.

მონიტორინგის ქსელი სამოქალაქო პირების მკვლელობაში პასუხისმგებლების დასჯას მოითხოვს



მსგავსი ინფორმაციები