ირანი ამერიკას ქედს არ უხრის

ტრამპის განცხადებას პასუხი რუჰანის მრჩეველმა გასცა

1022856
ირანი ამერიკას ქედს არ უხრის

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ “მზადაა ირანთან შეხვედრისათვის ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე“, პირველი პასუხი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მრჩეველ ჰამიდ ებუტურაბისგან მოჰყვა.

სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ საპასუხო მესიჯში მან დაწერა: "ამერიკამ ჯერ ერთი პატივი უნდა სცეს ირანელ ხალხს, მეორეც, უნდა შეამციროს თეირანისადმი მტრობა და რაც მთავარია დაუბრუნდეს და ერთგული დარჩეს ხელმოწერილი ბირთვული გარიგებისადმი, აი ამ შემთხვევაში საფუძველი შეექმნება შეხვედრების დაწყებას“.

ტრამპმა ირანთან შესაძლო შეხვედრის შესახებ განაცხადა თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ ჯუზეპე კონტესთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში: "თუ ირანს უნდა, აუცილებლად შევხვდებით. სხვადასხვა ადამიანებთან საუბარი პრობლემა არ არის, მით უმეტეს, როცა ამ ხალხთან სავარაუდო ომი შეიძლება გქონდეს და მრავალი ადამიანის სიკვდილის შესაძლებლობა არსებობს, აი ასე შევხვდი ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც და ასე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შევხვდები რუჰანისაც“, განაცხადა ტრამპმა.

როგორც ცნობილია აშშ-ს პრეზიდენტმა არ მიიღო 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება და პროტესტის ნიშნად გავიდა ამ შეთანხმებიდან, ხოლო ამის პარალელურად გაუგრძელა ირანს ეკონომიკური სანქციები



მსგავსი ინფორმაციები