სირიელ ბავშვთა მდგომარეობა აუტანელია

სამოქალაქო ომის დაწყებიდან 7 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დასაჩიხრდა

1021253
სირიელ ბავშვთა მდგომარეობა აუტანელია

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მდგომარეობის საკითხებში ვირჯინია გამბამ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა ანგარიში სირიაში ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე ამ ქვეყანაში 7 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა და ინვალიდი გახდა, ანდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამავე ინფორმაციით, მარტო მიმდინარე წელს 600-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ანდა დაინვალიდდა.

“ეს არის რეგისტრირებული და დამოწმებული შემთხვევები, ხოლო დაუმოწმებელი და არა რეგისტრირებული შემთხვევებით კი ასეთ ბავშვთა რაოდენობა 20 ათასზე მეტს შეადგენს“, ხაზგასმულია გამბას ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები