ქოჩარიანის დაკავების სანქცია გაიცა

მას ბრალი ედება 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში

1021411
ქოჩარიანის დაკავების სანქცია გაიცა

 

ერევნის  საერთო იურისდიქციის სასამართლომ, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების დადგენილება გამოიტანა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, სასამართლომ მას ბრალი წაუყენა 2008 წელს საპროტესტო აქციების დროს, კონსტიტუციური წყობის დამხობაში და ორ თვიანი წინასწარი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

ქოჩარიანის ადვოკატმა რუბენ სააკიანმა განაცხადა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ექსპრეზიდენტმა, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დღეებში ჩვენება მისცა პოლიციას და ყველა ბრალდება უარყო რა, აღნიშნა, რომ მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებენ.

სომხეთში, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროტესტის ნიშნად მასობრივი აქციები დაიწყო და 1 მარტის მოვლენებს 10 კაცი ემსხვერპლა, მათ შორის 2 პოლიციელი.



მსგავსი ინფორმაციები