პუტინსა და პაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა
განიხილეს ორმხრივი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკითხები
1017998
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო პაშინიანმა სატელეფონო საუბარში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკო პაშინიანს შორის წუხელ სატელეფონო შეხვედრა გაიმართა და ორმხრივი ურთიერთობებთან ერთად, ძირითადად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკითხები განიხილეს.