ისრაელის სამხედროებმა 13 წლის პალესტინელი ბავშვი მოკლეს

იგი გულმკერდზე მოხვედრილი ტყვიით დაიღუპა

1017235
ისრაელის სამხედროებმა 13 წლის პალესტინელი ბავშვი მოკლეს

 

ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ედ-დეჰიშეს ლტოლვილთა ბანაკს, რის შედეგადაც 13 წლის პალესტინელი ბავშვი, ერქან საირ მეზჰერი დაიღუპა.

ქალაქ ბეთლემის მახლობელ ელ-ჰუსეინის სახელობის   საავადმყოფოდან გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელ ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის ბეთლემის სამხრეთში მდებარე ედ დეჰიშეს ლტოლვილთა ბანაკში წარმოქმნილი არეულობის დროს, ნამდვილი ტყვიით გასროლის შედეგად 13 წლის პალესტინელი ბავშვი შეჰიდი გახდა.

თვითმხილველთა ცნობით, პალესტინელი ბავშვი დღეს დილით, ისრაელის სამხედროების მხრიდან ედ დეიშეს ლტოლვილთა ბანაკის დარბევის დროს გახსნილი ცეცხლის შედეგად, გულმკერდზე მოხვედრილი  ტყვიით დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები