მიწისძვრები ირანსა და ინდონეზიაში

ინდონეზიაში 1 კაცი დაიღუპა

1016934
მიწისძვრები ირანსა და ინდონეზიაში

 

ირანის ჰურმუზგანის პროვინციაში მდებარე რუიდერის რეგიონში, რიხტერის შკალით 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი რუიდერის რეგიონში, 8 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა, ადგილობრივი დროით 9.37 საათზე დაფიქსირდა. ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამია მსხვერპლის ან ზარალის შესახებ, თუმცა, რეგიონს საძიებო და სამაშველო ჯგუფები მიავლინეს.

მეორე ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ ინდონეზიიდან გავრცელდა. მისი მიხედვით, დასავლეთ სუმატრაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 1 კაცი ემსხვერპლა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატის და გეოფიზიკური ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოლოკიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე სამხრეთ-დასავლეთში, 14 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, მიწისძვრის რეგიონში ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ამის პარალელურად დაზიანდა 23 სახლი. ცუნამის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები