აიათოლა ხამენეის პოზიცია რუჰანისას დაემთხვა

მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განცხადებას

1016984
აიათოლა ხამენეის პოზიცია რუჰანისას დაემთხვა

 

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებას, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის ნავთობის გაყიდვის დაბლოკვის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავენ, მხარი დაუჭირა.

ირანის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებით, ხამენეი, თეირანში მდებარე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ უწყების წარმომადგენლებს, უცხო ქვეყნებში ელჩებს და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

აქ საუბრისას ხამენეიმ აღნიშნა, რომ მთლიანად მხარს უჭერს ირანის პრეზიდენტის განცხადებას, რადგან იგი პასუხობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკურ ინტერესებს, ხოლო ამის პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა, რომ ყველანაირ პლატფორმაზე მკაცრად დაიცვას პრეზიდენტის მიერ წამოყენებული პოზიცია.

ირანის სულიერმა ლიდერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არასანდო ქვეყანაა და აშკარა შეცდომაა იმაზე ფიქრი რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციასთან პრობლემებს მოლაპარაკებების გზით მოაგვარებენ.

მანვე დაამატა, რომ აშშ-გან განსხვავებით იგი არ ეწინააღმდეგება მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნებთან.

ირანის პრეზიდენტმა ხსენებული განცხადება ჰურმუზის სრუტის გადაკეტვასთან დაკავშირებით სამშაბათს, შვეციაში მცხოვრებ ირანელებთან შეხვედრაზე გაავრცელა



მსგავსი ინფორმაციები