16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერის ბრძანებით მინდელის მაღარო დროებით დაიხურა

1013399
16 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

 

ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 4 მეშახტის გამო საქართველოში ერთ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, წერილობით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მინდელის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის გამო, 16 ივლისს ქვეყანის მასშტაბით დროშებს ნახევრად დაუშვებენ.  

პრემიერ მინისტრის ბახტაძის ბრძანებითვე, ხსენებული მაღარო დროებით დაიხურა. დილის საათებში, მეთანის გაზის აფეთქების შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა, 6 კი დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები