საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

პარლამენტმა დაამტკიცა ბახტაძის ახალი კაბინეტი

1012593
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

 

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის შემადგელობა.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კენჭისყრაში სულ 113 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და მმართველი "ქართული ოცნების" 101 დეპუტატის დადებითი ხმებით ახალმა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა მოიპოვა.

ნდობის კენჭისყრაზე ახალ მთავრობას უარყოფითი ხმა მისცა ოპოზიციის 12 დეპუტატმა.

როგორც ცნობილია, 13 ივნისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პრემიერ-მინისტრის პორტფელი მამუკა ბახტაძემ ჩაიბარა რა, მისმა კაბინეტმა 20 ივნისსაც მიიღო  პარლამენტის ნდობა.



მსგავსი ინფორმაციები