იენს სტოლტენბერგი: „ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება“
იენს სტოლტენბერგი: „ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება“
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს რა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება. ბრიუსელში ნატოს სამიტი ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების, პრემიერმინისტრების და სხვა არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით გრძელდება. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. მარგველაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ, მათ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს რა დროსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. მან, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ამ მისიაში დიდი წვლილი შეაქვს.