ავტოკატასტროფა სენენდეკში

დაიღუპა 15 ადამიანი

1010005
ავტოკატასტროფა სენენდეკში

 

ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარე ქალაქ სენენდეკში, ნავთობის ტანკერი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც პირველადი წყაროებით 15 ადამიანი დაიღუპა.

ენტექჰაბის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შუაღამისას მომხდარი ამ ავტოკატასტროფის დაჭრილმა მძღოლმა ჩიაკო ქერიმიმ განაცხადა, რომ ტანკერი გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა და 17 მგზავრიდან 15 დაიღუპა.

თვითმხილველთა განცხადებითაც, სენენდეკის ტერმინალთან ახლოს მდებარე რეგიონში, კონკრეტულად კი ჰუსეინის ბულვარზე მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, რათა მგზავრები აეყვანა და ტანკერიც სწორედ ამ დროს დაეჯახა რა, მისი მძღოლიც დაიღუპა.

ამავე ცნობით, დაჯახების შემდეგ ხანძარი წარმოიშვა, რომელმაც ახლო მდებარე რამდენიმე ავტომობილი დააზიანა



მსგავსი ინფორმაციები