ერდოღანი ბაქოს გაემგზავრა
ეს არის ინაუგურაციის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში
1009341

გუშინდელი ინაუგურაციის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა პირველი ოფიციალური ვიზიტი მოძმე აზერბაიჯანში განახორციელა.
ერდოღანის სპეციალური თვითმფრინავი "TUR"-ი, დღეს დილით, 09.10 საათზე აზერბაიჯანში გაფრინდა.
ერდოღანი, ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დურმუშ ილმაზმა და ანკარის გუბერნატორმა ერჯან თოფაჯამ გააცილეს.
ბაქოში დასრულებული შეხვედრების შემდეგ, ერდოღანი აქედან პირდაპირ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას ეწვევა და იქ გააგრძელებს ვიზიტს
მსგავსი ინფორმაციები

ისრაელის სასამართლომ ალ-აქსას საკითხთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა
ისრაელის სასამართლომ ალ-აქსას საკითხთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა