გიორგი მარგველაშვილი ნატოს წევრ ქვეყნებს მყარი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 11-12 ივლისს გასამართი ნატოს სამიტის წინ, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ალიანსში, საქართველოს ინტეგრაციის წინსვლისთვის მხარი დაუჭირონ. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისში პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და სხვები ესწრებოდნენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც აღნიშნა, რომ სხდომაზე 11-12 ივლისს გასამართი ნატოს სამიტისთვის მზადება გაიარეს. ბრიუსელში გასამართ სამიტს ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც უნდა დაესწროს, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც უნდა იქნეს განხილული. მარგველაშვილმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ნატოს სრულუფლებიანი წევრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელდა და ახლა, ინტეგრაციის წინსვლისათვის ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მყარ მხარდაჭერას ელოდებიან.