სირიაში ოპოზიცია და რუსეთი შეთანხმდნენ

ოპოზიცია მძიმე იარაღს რუსებს ჩააბარებს

1007762
სირიაში ოპოზიცია და რუსეთი შეთანხმდნენ

 

სირიაში, ოპოზიციასა და რუსეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რუსულმა სამხედრო კოლონამ იორდანიასა და სირიას შორის არსებულ ნასიბის სასაზღვრო კარიბჭეს მიაღწია.

სირიის ქალაქი დერა 10 ივნისის აქეთ იბომბება ასადის რეჟიმის ძალების მიერ. ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ცნობით, რეგიონში იძულებით ადგილნაცვალ სამოქალაქო პირთა რაოდენობამ 350 ათას კაცს გადააჭარბა.

სირიის დასავლეთში მდებარე დერასა და კუნეიტრაში, ასტანის პროცესის გარანტიორმა სახელმწიფოებმა, თურქეთმა, ირანმა და რუსეთმა, 2017 წლიდან დაძაბულობის შემცირების ზონა შემოიღეს.

რეჟიმის ძალების თავდასხმის შემდეგ ხსენებულ რეგიონში ლტოლვილების ახალი ტალღა აგორდა, რის გამოც რუსეთმა ოპოზიციასთან შეთანხმება გააფორმა და მის ფარგლებში ოპოზიციონერები მძიმე იარაღს რუსებს ჩააბარებენ.

როგორც კი დაიწყება ამ შეთანხმების განხორციელება, ოპოზიციონერების ოჯახებიც მშვიდობიანად დასტოვებენ რეგიონს



მსგავსი ინფორმაციები