ერაყში დაეშის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

ერაყში დაეშის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

1006561
ერაყში დაეშის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

ერაყში, კირკუკ-დიალას  მონაკვეთზე ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი ოპერაციები დაიწყო. ერაყის ფედერალური პოლიციის პოლკოვნიკის, ეთირ მუჰამმედის განცხადებით, ტერ ორგანიზაცია დაეშის მიერ კირკუკ-დიალას  დამაკავშირებელ გზაზე პერიოდულად განხორციელებული თავდასხმების აღსაკვეთად აღნიშნულ რეგიონში ფართო მასშტაბიანი ოპერაციები დაიწყეს. მისივე თქმით აღნიშნულ რეგიონში დაეშის მიერ გატაცებული 8 სამართალდამცველის შემდეგ, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს, ოპერაციები გარდაუვალი იყო. ოპერაციებში ერაყის საჰაერო ძალებიც არიან ჩართული. მეორეს მხრივ გასული წლის დეკემბერში ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ალ-იბადიმ განაცხადა, რომ ერაყის ტერიტორიები ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრებისგან მთლიანად გაათავისუფლეს. მაგრამ მოსულის დასავლეთით მდებარე კირკუკის, დიალას, ენბარის და სხვა რამდენიმე რეგიონში დაეშელები არსებობას განაგრძობენ, რომლებიც სამართალდამცველებზე პერიოდულ თავდასხმებს ახორციელებენ. 


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #დაეში , #ოპერაციები

მსგავსი ინფორმაციები