ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოში სულ რაღაც სამი კვირის წინ, უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დასტოვა
საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. პატარაძემ ამის შესახებ ბათუმში, მთავრობის სასახლესთან გამართული საგანგებო პრესკონფერენციის დროს განაცხადა. იგი ამ თანამდებობაზე დაახლოებით ორი წლის წინ დაინიშნა. პატარაძემ პრესკონფერენციის დროს ასევე განაცხადა, რომ იგი არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და ასე დარჩება მომავალშიც. ზურაბ პატარაძემ, მისი გადადგომა პარტიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებად შეაფასა. პატარაძის გადადგომასთან ერთად აჭარის მთავრობაც ავტომატურად გადადგა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი თავჯდომარის კანდიდატის დასახელება ქვეყნის პრეზიდენტს ევალება. შემდეგ კი მას, აჭარის უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ ნდობა უნდა გამოუცხადოს. საქართველოში სულ რაღაც სამი კვირის წინ, უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დასტოვა.