თურქი სამხედროები მანბიჩში პატრულირებას აგრძელებენ

ამ დროს ისინი ამერიკელებთან კოორდინირებულად მოქმედებენ

1003249
თურქი სამხედროები მანბიჩში პატრულირებას აგრძელებენ

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სოციალურ ქსელ Twitter-იდან იუწყება, რომ თურქმა ძალოვანებმა, აშშ-ს სამხედროებთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში,  სირიის მანბიჩის რეგიონში, გუშინ, მეშვიდე კოორდინირებული და დამოუკიდებელი საპატრულო საქმიანობა შეასრულეს.

მანბიჩის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საგზაო რუკასაც უწოდებენ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მაიკ პომპეუმ 4 ივნისს მიაღწიეს და მას შემდეგ ხსენებულ რეგიონში  კოორდინირებულად პატრულირებენ.

ამავე გეგმით, ქურთი ტერორისტები მათი მხრიდან ოკუპირებული მანბიჩიდან გავლენ თუ არა, მის მმართველობას ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემენ, რომლის 90%-ს არაბები წარმოადგენენ და ქურთმა სეპარატისტებმა ეს რეგიონი 2016 წელს, აშშ-ს მხარდაჭერით, მისი რადიკალი DEAŞ-ელებისგან განთავისუფლების კვალდაკვალ აიყვანეს კონტროლზე



მსგავსი ინფორმაციები