სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ეს სასჯელი მას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა

1002348
სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით", ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა სააკაშვილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მას 2 წლის და 3 თვის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში ოფიციალურ თანამდებობაზე მუშაობა.

ექსპრეზიდენტი გასამართლებულ იქნა დეპუტატ ვალერი გელაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეში გამოჩენილი "ძალადობისა და მოვალეობის ბოროტად გამოყენების" ბრალდებით.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სანდრო გვირგვილიანის საქმეშიც მსგავსი ბრალდებით სამწლიანი პატიმრობა გამოუტანა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელიც წლების მანძილზე ჰოლანდიაში ცხოვრობს, ბრალად ედება ასევე 2007 წელს ოპოზიციური აქციების დარბევაში, ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაყადაღებაში, კორუფციაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სააკაშვილმა საქართველო დატოვა



მსგავსი ინფორმაციები