KKTC-ში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

KKTC-ში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

998327
KKTC-ში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში (KKTC) ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო  რა, საღამოს 18:00 საათზე დაიხურება. ცესკოს განცხადებით ქვეყანაში 191 ათას 153  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩევლები მერს, მუნიციპალიტეტების მეჯლისის წევრებს, გამგებლებს და უხუცესთა საბჭოს წევრებს აირჩევენ. ქვეყანაში მერობისთვის 111 კანდიდატი იყრის კენჭს. საარჩევნო კანონის მიხედვით ადგილობრივი დროით 19:00-მდე არჩევნების შედეგების შესახებ ყოველგვარი მაუწყებლობა აკრძალულია. 19:00-21:00 საათებს შორის კი ცეესკო პირველად მონაცემების შედეგების გამოქვეყნებას დაიწყებს.



მსგავსი ინფორმაციები