საქართველოს ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი დაინიშნა

996435
საქართველოს ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

ერთი კვირის წინ თანამდებობიდან გადამდგარი უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ ამ თანამდებობაზე დანიშნული  მამუკა ბახტაძის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. 150 კაციან პარლამენტში კენჭისყრაზე 105-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. პარლამენტმა  მთავრობა 99 ხმით, 6-ის წინააღმდეგ  დაამტკიცა. მეორეს მხრივ ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერად წარდგენილმა  მამუკა ბახტაძემ, რომელიც ადრე    ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა განაცხადა,  რომ 1 თვის განმავლობაში მთავრობაში გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს. მისვე თქმით, ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობით პარლამენტის ნდობა მოიპოვეს მაგრამ, ერთი თვის მანძილზე სამინისტროთა რაოდენობას, რომელიც ამჟამად 14-ია, 11-მდე დაიყვანს. საქართველოს კონსტიტუციის მიხდებით პრემიერმინისტრის მიერ ჩამოყალიბებულ ახლა მთავრობას კიდევ ერთხელ სჭირდება პარლამენტისგან ნდობის მოპოვება. ბახტაძის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობაში უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის  მიხეილ ჯანელიძის ნაცვლად მისი მოადგილე დავით ზალკალიანი დაინიშნა.  მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურაში ოპოზიციიდან,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და „პატრიოტთა ალიანსი“ არ ესწრებოდა.



მსგავსი ინფორმაციები