ანჯელინა ჯოლიმ მოსული მოინახულა
ანჯელინა ჯოლიმ მოსული მოინახულა
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ ერაყში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ისგან გათავისუფლებული ქალაქი მოსული მოინახულა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ტერორისტების მიერ განადგურებული ქალაქის აღდგენითი სამუშაოების და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ჯოლიმ მოსულში ნანახი სურათი ასე შეაფასა: „გაეროს კეთილი ნების ელჩად მუშაობის პერიოდში თუ სადმე რამე განადგურებული მინახავს, მოსული მათ შორის ყველაზე უმძიმეს მდგომარეობაშია“. მისივე თქმით მოსულის მოსახლეობას ყველაფერი დაკარგული აქვთ რა, ისინი დიდ გაჭირვებაში არიან და ზოგიერთ შემთხვევაში სასმელ წყალსაც კი ვერ პოულობენ. ანჯელინა ჯოლიმ ადრე ერაყში, DEAŞ-ის თავდასხმების შედეგად ემიგრაციაში წასული იძულებითი მიგრანტებიც მოინახულა.