"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" ყოფილი ფინანსთა მინისტრი, 36 წლის მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

992859
"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გუშინ საღამოს საათებში ხელისუფლებაში მყოფმა პარტია „ქართულმა ოცნება“-მ ახალი პრემიერის კანდიდატურის თაობაზე შეხვედრა გამართა.     

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, 36 წლის მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.  

თალაკვაძის შემდეგ სიტყვით გამოსულმა პრემიერობის კანდიდატმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, ეფექტური ეკონომიკური ნაბიჯების გადასადგმელად და განათლების სფეროს მხარდასაჭერად.  

ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილის, კაბინეტში 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე მყოფი ბახტაძე 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 7 დღეში უნდა წარუდგინოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალი პრემიერისა კანდიდატურა და კაბინეტის წევრთა სია.

მარგველაშვილი პარლამენტს ერთი კვრის ვადაში გაუგზავნის დასამტკიცებლად ახალი კაბინეტის შემადგენლობას.  



მსგავსი ინფორმაციები