კირკუკში თურქმენების საპროტესტო აქციები დასრულდა
კირკუკში თურქმენების საპროტესტო აქციები დასრულდა
ერაყის ქალაქ კირკუკში თურქმენების მიერ არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაწყებული საპროტესტო აქციები 28 დღის შემდეგ თურქმენთა ფრონტის პრეზიდენტის, ერშეტ სალიხის მოწოდებით დასრულდა. სალიხმა განაცხადა, რომ ერაყის პარლამენტმა ხმების ხელმეორედ ხელის დათლის გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამის გამო საპროტესტო აქციები დაასრულეს. მისივე თქმით თურქმენებმა მთავრობას ხმის მიწვდენა შესძლეს. ქალაქ კირკუკში თურქმენებმა საპროტესტო აქციები, 12 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობა თურქმენებით დასახლებულ რაიონებში არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაიწყეს. საპროტესტო აქციების შემდგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ელ-იბადიმ ბიულეტენების ხელით დათვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერაყის პარლამენტმაც 6 ივნისს გამართულ სხდომაზე პრობლემურ რაიონებში ხმების ხელმეორედ ხელის დათვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერაყის კონსტიტუციის მიხედვით ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერის და პარლამენტის გადაწყვეტილების განსახორციელებლად უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც ჯერ არ მიუღია.