ნეთანიაჰუმ ირანის საკითხში მერკელი ვერ დაარწმუნა

“გერმანია ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს“

986060
ნეთანიაჰუმ ირანის საკითხში მერკელი ვერ დაარწმუნა

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ებრაელ კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანთან 2015 წელს ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს. ასე რომ, ნეთანიაჰუმ ვერ დაარწმუნა გერმანიის კანცლერი ირანის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარებაში.

"ირანთან შეთანხმებით მეტად გამჭვირვალე გარიგება გაფორმდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი უკვე  ატომური ბომბის წარმოების წინა ფაზაში იმყოფებოდა. აი ასეთი რჩება ჩვენი პოზიცია", აღნიშნა მერკელმა და მხარი დაუჭირა ისრაელის მხრიდან მოპოვებული მტკიცებულებების, კონტროლის მიზნით საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსათვის გადაცემას.

მანვე გააკრიტიკა ირანი, იემენში და სირიაში აქტიურობების გამო და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიურ ინიციატივებს გამოიჩენენ, რათა ირანი გავიდეს სირიის იმ რეგიონებიდან, რომლებიც ისრაელის მახლობლად მდებარეობენ.

მერკელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხზე საუბრისას მხარი დაუჭირა ამ პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში მოგვარებას



მსგავსი ინფორმაციები