ნაბლუსში 4 პალესტინელი დაჭრეს
ერთის მდგომარეობა მძიმეა
984597
პალესტინიდან მიღებული ცნობებით, დასავლეთ იორდანიის ქალაქ ნაბლუსის მახლობელ სოფელ ურიფს ებრაელ ახალშენებთან ერთად თავს დაესხნენ ისრაელის ჯარისკაცები და წარმოქმნილ შეტაკებაში 4 პალესტინელი, მათ შორის 1 მოხუცი მწყემსი დაჭრეს.
ამავე ცნობით, ნამდვილი ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კი ჯერ კიდევ მძიმეა.
ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ბომბდამშენებმა ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნუსში ჰამასის შეიარაღებული ფრთის, იზზეტტინ კასსამის პოლკის კუთვნილი 2 სამხედრო ობიექტი დაბომბეს და ამჯერად ამ თავდასხმას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ტელ ავივმა ამ თავდასხმებთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაავრცელა