საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი სტუმრობს

“ლიტვა გააგრძელებს საქართველოსადმი მხარდაჭერას“

979450
საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი სტუმრობს

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მისმა ქართველმა კოლეგამ, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც მარგველაშვილმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო-ლიტვის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინტერესების დაცვისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარდაჭერა ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში და დაამატა, რომ მისმა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანებისათვის ძლიერი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა რა, ნატო-ს მოკავშირეებისგან ამ წლის ბრიუსელის სამიტზე ძლიერ მხარდაჭერას ელიან საქართველოს სრული გაწევრიანების საკითხში.

იგი შეეხო რუსეთთან ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი 2008 წლის ომიდან არ დაწყებულა, არამედ რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების აქეთ მის ტერიტორიებს იპყრობს.

ლიტვის პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტმა განაცხადა, რომ მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის იზრდება.

მისივე განცხადებით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში და მის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

რუსეთის აგრესიაზე საუბრისას გრიბაუსკაიტემ განაცხადა, გმობენ ყველანაირ ოკუპაციას. "ჩვენ ვგმობთ ყველა სახის ოკუპაციას და ყველა სახის თავდასხმას რა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუსეთს უნდა ებრძოლონ ეკონომიკური სანქციებითა და დიპლომატიური იზოლაციით



მსგავსი ინფორმაციები