საქართველო დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს ზეიმობს

საზეიმო ღონისძიებაში თურქეთის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა

979560
საქართველო დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს ზეიმობს

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ნურეტინ ჯანიქლიმ და მისმა თანმხლებმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საიდანაც შემდეგ თავისუფლების მოედანზე გადავიდნენ და დაესწრნენ წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალს.

მასში თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მონაწილეობდა მედროშეთა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 1 მედროშის, ორი მცველისა და მეთაურისგან.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულები მოიხსენია, ხოლო შემდეგ კი ცერემონიის დამსწრე უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა  საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით გამოჩენილი მხარდაჭერისათვის.  

მარგველაშვილმა ბოლოს განაცხადა, რომ 100 წლის განმავლობაში შენარჩუნებული პრინციპების დაცვას მომავალშიც გააგრძელებენ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა  პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს ისინი საქართველოს ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ.

"ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხებს შორის ერთი საუკუნის წინ ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, მაშინ, არც ეს 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო", განაცხადა მან.

სხვა გამოსვლების შემდეგ ცერემონია  საცეკვაო ჩვენებებით და ჯარისკაცების აღლუმით დასრულდა



მსგავსი ინფორმაციები