შეტაკება კირკუკში
დეაშ-ის წევრების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 8 თვითმკვლელი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
978554
ერაყის ქალაქ კირკუკის სამხრეთში ტერორგანიზაცია დეაშ-ის წევრების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 8 თვითმკვლელი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.
ოპერაციის დროს 4 პოლიციელი დაიჭრა.
კირკუკის პოლიციის განყოფილების დირექტორის, ალი ქემალის განცხადებით, ქალაქის სამხრეთში მდებარე დაბა რიადის მახლობლად უსაფრთხოების ძალების მიერ დაწყებული ოპერაციის დროს რეგიონში დამალულ დეაშ-ელებთან შეტაკება მოხდა. მისივე თქმით, სროლების დროს 8 თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელთაგანაც ერთი ქალი იყო, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 4 პოლიციელი დაშავდა.