მაჰმუდ აბასი კვლავ საავადმყოფოშია

მას დიდი ალბათობით ხვალ გაწერენ

975255
მაჰმუდ აბასი კვლავ საავადმყოფოშია

 

პალესტინიდან მიღებული ცნობებით, ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქალაქ რამალაჰის საავადმყოფოში მწოლიარე ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის მაჰმუდ აბასის მდგომარეობა სტაბილურია და ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით მას კიდევ ერთ დღეს დასტოვებენ საავადმყოფოში.

ამავე ცნობებით, აბასი, გულის ქირურგიის განყოფილებაში წევს და სიცხის გაზრდის და მის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით, კიდევ ერთ დღეს დასტოვებენ საავადმყოფოს მეთვალყურეობის ქვეშ.

პალესტინის მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციითაც აბასის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

აბასი ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში მესამედ გადაიყვანეს საავადმყოფოში და გულზე ანალიზები ჩაუტარეს. მიმდინარე წლის თებერვალში, აშშ-ში ვიზიტის დროს, მას ქალაქ ბალტიმორის საავადმყოფოში სამედიცინო კონტროლი ჩაუტარდა



მსგავსი ინფორმაციები