ქირქუქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა

ქურთებს სიყალბეში სდებენ ბრალს

974890
ქირქუქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა

 

ერაყის ნავთობით მდიდარ ქირქუქის გუბერნატორმა რაქან საიდიმ საგანგებოდ გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ქალაქში არჩევნები მასიური დარღვევებით და გაყალბებით ჩატარდა, ამიტომაც ადგილობრივი არაბები და თურქმენები მის შედეგებს არ სცნობენ რა, ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ.

მისივე თქმით, ცსკო-მ ჯერ კიდევ არ დათვალა 306 საარჩევნო უბნის ხმები, მეორეს მხრივ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ხელახლა არ დათვალა არსებული ხმები, რაც საბოლოო ჯამში ქირქუქში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის დაწყების რისკს ზრდის.

ქალაქში კომპაქტურად მცხოვრები თურქმენებიც 12 მაისის აქეთ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ, რადგან, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ხმები ქურთ კანდიდატებს მიეთვალათ.

ამ ნავთობით მდიდარი ქალაქის, სადაც უმრავლესობა თურქმენები ცხოვრობენ, ქურთები მის ხელში ჩასაგდებად წლების განმავლობაში  ეთნიკურ სტრუქტურასაც უცვლიან  



მსგავსი ინფორმაციები