არჩევნები ერაყში

ბაღდათში კოალიცია „საირუნ“-მა გაიმარჯვა

969936
არჩევნები ერაყში

ერაყში გუშინ ჩატარებული არჩევნებში დედაქალაქ ბაღდათში შიიტების ლიდერის მუქთედა ას სადრის მიერ მხარდაჭერილმა კოალიცია „საირუნ“-მა გაიმარჯვა, რომელმაც 18 მანდატი მოიპოვა.

ერაყის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო კომისარიატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ფეთიჰ“-მა, რომელშიც შიიტების შეიარაღებული ძალა ჰაშდი შაბის ჯგუფები შედის და კოალიცია „სახელმწიფო სამართალ“-მა, რომლის ლიდერიც ყოფილი პრემიერი, ნური ალ მალიქია, 8-8 მანდატი მოიპოვეს.

პრემიერის ჰაიდარ ალ იბადის კოალიცია „ნასირ“-მა და ყოფილი პრემიერებიდან იად ალავის კოალიცია „ვათანიე“-მ ბაღდათში 8-8 დეპუტატი გაიყვანეს.

სუნიტი ლიდერის, უსამა ენ ნუჯეიფის კოალიცია „გადაწყვეტლება“-მ და კიდევ ერთმა სუნიტურმა „ბაღდათის კოალიცია“-მ და შიიტი ლიდერებიდან ამარ ალ ჰექიმის ლიდერობით კოალიცია „სიბრძნე“-მ 4-4 მანდატი მოაგროვეს.

განცხადების მიხედვით, შიიტური პროვინციების შედეგებით, პირველი ადგილი „სადრ“-მა მეორე კი „ჰაშდი შაბი“-მ დაიკავეს. საყურადღებოა, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველობის პრეტენზიის მქონე იბადიმ ამ ქალაქებში სასურველი ადგილი ვერ დაიკავა და პირველობა ვერც ერთ მათგანში მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #არჩევნები

მსგავსი ინფორმაციები